18.ივნისი .2019 23:19

ნათია თურნავა "ეიპიემ ტერმინალსზე": დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

views 800
უკან

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველანაირად ვითანამშრომლებთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათი თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აპირებს, თუ არა „ეიპიემ ტერმინალსი“ სამართლებრივ დავას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავსირებით.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთის პორტი მოქმედი პორტია, მას მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება და ისინი ამ მხარდაჭერას მიიღებენ. მინისტრის თქმით, თუკი კომპანია “ეიპიემ ტერმინალსი“ კონკრეტულ ბიზნესგეგმას წარმოადგენს, მას განიხილავენ და საკითხზეც შესაბამისად, იმსჯელებენ.

„ფოთის პორტის განვითარება მრავალი მიმართულებით შეიძლება. მაინც და მაინც, საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ღრმაწყლოვანი პორტის თვალსაზრისით იყოს განვითარებული. მისი ინფრასტრუქტუირის გაძლიერება და განვითარება სხვა მიმართულებითაც შეიძლება. ამის კარგი დასტურია ე.წ პეისის პროექტი, რომელიც 50 მილიონი დოლარი ჯდება, სადაც „ოპიკი“, ამერიკული საფინანსო ინსტიკუტი მზად არის, გამოყოს დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ვსაუბრობდით და ვისაუბროთ იგივე „ეიპიემ ტერმინელსთან“ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როდესაც წარმოდგენილი იქნება, კონკრეტულად, რას გულისხმობდნენ, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ეს არის რეალურად ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურაზე, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, უბრალოდ, საუბარი არის დასილვაზე თუ რაზე?! ... ასეთი დოკომუნენტაცია ჩვენთან სამინისტროში არ დევს.

ჩვენ არ დავმალეთ და მედიისთვის გავასაჯაროვეთ მიმოწერა. იქ, კონკრეტულად ჩანს, რომ იგივე ჩვენი ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნაც ეს არის, რომ შემოვიდეს ასეთი ტიპის დოკუმენტაცია, რათა დეტალურად გავეცნოთ. თუკი სურვილი ექნება „ეიპიემ ტერმინალს“ და წარმოადგენს ბიზნესგეგმას, უკვე შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ არის, თუ არა საეროდ საუბარი ღრმაწყლოვან ინფრასტრუქტურაზე. მანამდე, ზოგადად, ნაადრევი იყო მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც და მათ შორის, სხვა მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც. ეს, იმთავითვე, არასასურველი და კითხვების გამომწვევი იყო.

მე ისევ ვამბობ, რომ ვადასტურებ ჩვენს პატივისცემას „ეიპიემ ტერმინალსის“ ინვესტორების მიმართ. მზად ვართ, რომ მათ ვესაუბრთ, მათ შორის, იქ, აქვთ კონკრეტული საკითხები ფოთის პორტთან დაკავშირებით“,  - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს და განიხილავს სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებას.

„ამჟამად, საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ“, - განაცხადა კომპანიამ.

წყარო: IPN

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა