11.ივლისი.2019 12:02
ეკონომიკა

ნათია თურნავა: აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას

ნათია თურნავა: აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას და ამ მიმართულებით გამოვკვეთოთ ჩვენი მოლოდინები და პრიორიტეტები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - ევროკომისიასა და ევროპული მმართველობის და ეკონომიკის ცენტრს, რომ მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო აირჩიეს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამ მართლაც უზრუნველყო ეფექტური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

„დღეს ჩვენ ასოცირებული პარტნიორი ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც სრულადაა ამოქმედებული. ჩვენ შევუერთდით ენერგეტიკულ თანამეგობრობას და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და გვაქვს კონკრეტული პოზიტიური შედეგები, რაც მეტ სტიმულს გვმატებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
243

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
249

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1338

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
265

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
794

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
396

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად