მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში

5cb9e5593e7d7
BM.GE
19.04.19 18:10
577
"ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ისედაც მარტივი პროცედურები, მენეჯმენტი და აღსრულება იქნება უფრო ეფექტური.

„ჩვენ ისედაც კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე, აქცენტი უნდა გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციაზე. საქართველოში ფუნქციონირებენ შესაბამისი ასოციაციები, ბიზნეს გაერთიანებები, დარგობრივი ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი მსხვილი კორპორაციებიდან გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე კომუნიკაციის და პრობლემების გაცნობის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.