12.ივლისი.2019 10:48
ეკონომიკა

ნათია თურნავა - ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკას

ნათია თურნავა - ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკას
"ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკას. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანასთან, არამედ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, ჰონგ კონგთან. ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინდოეთთან, ისრაელთან და ეს პროცესი გაგრძელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის განცხადებით, ამით ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, აირჩიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, სადაც შეძლებს უბაჟოდ ივაჭროს.
ამავე დროს, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „იმ ბიზნესებს, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არჩევანს ტრადიციული ბაზრების, მათ შორის, რუსეთის სასარგებლოდ აკეთებენ, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ, მაგრამ ვუქმნით შესაძლებლობას, რომ გასაღების ბაზრები მეტად დივერსიფიცირებული ჰქონდეთ და სურვილის შესაბამისად გაზარდონ ექსპორტი სხვა მიმართულებით და დააბალანსონ საკუთარი პორტფელი."

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი უგუნური, დაუბალანსებელი ქმედებით დავაკარგვინოთ ბიზნესებს ტრადიციული ბაზრები.

„სხვათა შორის, ამ დღეებში სწორედ ჩვენი მთავრობის დაბალანსებულმა მშვიდმა პოზიციამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეგვენარჩუნებინა ასევე ტრადიციული ბაზრები, მათ შორის, ამ ეტაპზე, ექსპორტის ემბარგოს საფრთხე მოგვეხსნა. ჩვენმა პარტნიორებმა მოგვიწონეს ეს დაბალანსებული პოზიცია და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში საფრთხე დღესდღეობით თავიდან აცილებულია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

23.ივლისი.2019 00:05
29

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
730

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
564

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად