მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nasa-ს ასტრონავტმა-ქალმა კოსმოსში პირველი დანაშაული ჩაიდინა

5d6265a50db4b
მიხეილ ხაჩიძე
25.08.19 18:10
15356

Nasa-ს ასტრონავტმა-ქალმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ ISS-დან უკანონო გზით, ყოფილი პარტნიორის საბანკო ანგარიშები გატეხა. ამერიკული გამოცემა "New York Times"-ი იუწყება, რომ შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსიდან განხორციელებული პირველი დანაშაულია.

ანა მაკკლეინმა, რომელიც კოსმოსში ექვსთვიანი მისიით იმყოფებოდა და დედამიწაზე ივნისის თვეში დაბრუნდა, დანაშაული აღიარა. როგორც ასტრონავტმა გამომძიებლებს განუცხადა, მან მისი ყოფილი პარტიორის საბანკო ანგარიშზე წვდომა, მისთვის ნაცნობი კოდის გამოყენებით მოახერხა.







კოსმონავტის განმარტებით, მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ექს-მეგობარს ფინანსური კუთხით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - იუწყება ამერიკული პრესა.

შემთხვევა მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ბანკმა ასტრონავტის ყოფილ პარტნიორ მამაკაცს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის ოფიცერს სამერ უორდენს აცნობა, რომ მის საბანკო ანგარიშებზე წვდომა Nasa-ს IP მისამართიდან განხროციელდა. მამაკაცმა ივარაუდა, რომ ეს მისი ყოფილი მეგობარი იქნებოდა და პირად მონაცემებზე უკანონო წვდომისთვის ინფრმაცია NASA-სა და ფედერალურ სავაჭრო კომისიას მიაწოდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქმეზე მოკვლევა.







"New York Times"-ის ინფორმაციით, ანგარიშიდან ფულის მოხსნის, ან სხვა მანიპულაციის ფაქტი არ ფიქსრიდება, თუმცა ექსპარტნიორი კოსმონავტს პირადი მონაცემების უკანონოდ წვდომაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ ენ მაკკლეინი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ასტრონავტად მიიჩნევა. ის ცოტა ხნის წინ იმ 12 კოსმონავტს შორის მოხვდა, რომლებსაც NASA 2024 წელს მთვარეზე ექსპედიციაში გაუშვებს. იქონიებს თუ არა აღნიშნული ფაქტი ასტრონავტის კარიერაზე უარყოფით გავლენას, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.