მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

567c00aa93a98
BM.GE
24.12.15 18:24
1322
სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.

პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი შედგება "ნამახვანი" და "ტვიში" ჰესებისაგან. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი.