მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაბიჯები უნდა გადაიდგას თქვენი სასამართლო ნდობის და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის"

5ce24c66b41a6
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.19 10:26
954

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება.

ლაგარდი ქართველი სტუდენტების წინაშე საქართველოს ეკონომიკის შესახებ მოხსენებით წარსდა, სადაც მან ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ გზაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად მოუწია.

IMF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტირებს, რომლებიც საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის კრისტინ ლაგარდმა სასამართლო სისტემაც ახსენა.

კრისტინ ლაგარდი სასამართლო სისტემისა და კორუფციის შესახებ:

"ისტორია გვასწავლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა მუდმივ და მუხლჩაუხრელ მუშაობას მოითხოვს. ბრძოლის პროცესი არ უნდა შეწყდეს, სწორედ ეს არის შესაბამისი ეკონომიკური მოსავლის მიღების მთავარი გამოწვევა. 

თქვენთან, საქართველოში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცებისთვის არსებობს სივრცე, რათა ბიზნესისთვის თამაშის სივრცე იყოს უფრო თანასწორი. ეს მოითხოვს სწორ ნაბიჯებს, რათა მოხდეს სასამართლო სისტემის მოდერნიზება, რათა გაიზარდოს მისი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. 

ეს ამასთანავე მოითხოვს ნაბიჯებს, რომლითაც გადახდისუუნარობის/ლიკვიდაციის წარმოების უკეთესი რეჟიმი უნდა დაინერგოს. თქვენ ყურადღებას მივაპყრობ იმაზე, რომ მხოლოდ ორი დღე სჭირდება საქართველოში ახალი კომპანიის დაფუძნებას, თუმცა იურიდიული პირის გაუქმება და შეჩერება შეიძლება რთულ და ძვირადღირებულ პროცესად იქცეს. ამ პროცესის დაჩქარება ქვეყანაში დამატებით კაპიტალს გამოანთავისუფლებდა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების პროდუქტიულობას გაზრდიდა", - ამბობს IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი.