მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია "მზიანს" სარგებლობის უფლებით გადაეცა

566bef41e4143
BM.GE
12.12.15 13:39
2626
თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გადასცა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერია კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასაც უზრუნველყოფს.

პროექტი "ახალი მზიური" - ითვალისწინებს მზიურის ტერიტორიაზე სოციალური კაფის და ამფითეატრის ამოქმედებას.

პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

რაც შეეხება ამფითეატრს, თბილისის მერიის ცნობით, იგი საერთო სარგებლობის ობიექტად დარჩება და ორგანიზაცია „მზიანს“ ეძლევა უფლება ინვესტორის დახმარებით, ჩაატაროს მასზე სარემონტო სამუშაოები. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

""ახალი მზიურის" იდეა "მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, სწორედ მან მომართა მერიას განცხადებით და მზიურში არსებული კაფისა და ამფითეატრის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა ითხოვა.

თბილისის მერიამ ვერეს ხეობისა და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიაზე ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა", - განმარტავენ თბილისის მერიაში.