მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზიურში ახალი სათამაშო მოედნები მოეწყობა (ფოტო)

56e6805404f24
BM.GE
14.03.16 13:08
1924
"ფრანკ გრეინკეს ოჯახის ფონდი და მეგობრები" და "ლევან მიქელაძის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, მზიურში ბავშვებისათვის ახალი საბავშვო მოედნები მოეწყობა.
 
დონორმა ორგანიზაციამ "ახალ მზიურთან" თანამშრომლობით, მოედნების მოსაწყობად შეარჩია სოციალური საწარმო "არბო". საბავშვო მოედნები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდება.

ფრანკ გრეინკე არის კალიფორნიაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც 1992 წლიდან საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს. "ლევან მიქელაძის ფონდი" ა.შ.შ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აფინანსებს საგანმანათლებლო, კვლევით და სოციალურ პროექტებს.