23.აგვისტო .2019 20:30

მზის ენერგიაზე დამოკიდებული პირველი რკინიგზის სადგური

views 318
უკან

დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოს რკინიგზის სადგური პირველი გახდა მსოფლიოში, რომელიც მზის ენერგიით მომარაგდება. სარკინიგზო სადგურზე
მზის 100 პანელი დაამონტაჟეს.

ბრიტანული გამოცემის Guardian-ის ინფორმაციით, "სოლარის ფარმა" ხაზებს დამატებით ენერგიას მიაწვდის, რომელსაც პირველი ეტაპისთვის, სიგნალიზაციისა და განათებისთვის გამოიყენებენ. 

მზის ენერგიებით საგრაფოს მთავარი რკინიგზა ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმით იფუნქციონირებს, თუმცა მომავალი წლიდან მის განვითარებას აპირებენ. გეგმავენ, რომ ხაზებზე მატარებლებისთვის საჭირო ძაბვაც, სწორედ მზისგან გამომუშავებული ელექტოენერგია იყოს.

საგრაფოს ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ მათი ინიციატივა გარემოს დაბინძურებისგან დაცვას ითვალისწინებს, ამავდროულად, კლიმატის ცვილებების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშნველოვან როლს შეასრულებს.