25.ივნისი.2019 23:04
ეკონომიკა

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს
„ჟუკოვსკის მიმართულებით გაყიდვები მთელი ზაფხულის განმავლობაში გვქონდა, ოქტომბრის ბოლომდე, ჯამში, გაყიდულია 2500 ბილეთი, რაც $650 000 უტოლდება“, - ამის შესახებ Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოთი დაზარალებულ მგზავრებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს.

მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელსაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ორ ქვეყანას შორის 8 ივლისიდან ფრენების შეზღუდვის საბაბად ასახელებს.

„პირველი მიზეზის თანახმად, მათ შენიშვნები აქვს ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მიზეზი უკავშირდება დავალიანებას, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს აკისრიათ, თუმცა რეალურად, არანაირი დავალიანება არ გვაქვს რუსეთის არც სანავიგაციო მომსახურების და არც სხვა საავიაციო ორგანიზაციების მიმართ.

ანალოგიური პოზიცია აქვს ყველა ავიაკომპანიას საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, რომლითაც რუსეთი აპელირებს, ეს არის უბრალოდ სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება გაუქმებულ ფრენებს, ჩვენ დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები და დავაგზავნეთ შეტყობინებები, ტუროპერატორებთან და მგზავრებთან.

ვაფრთხილებთ ყველა მგზავრს, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთები და ვუბრუნებთ თანხას სრულად, თუმცა ამ ყველაფრისთვის დაგვჭირდება დრო, მინიმუმ - ორი კვირა. დღევანდელი მდგომარეობით კი, მგზავრთა დაახლოებით, 20% უკვე გაფრთხილებულია,“ - განაცხადა იგორ აფციაურმა.

Myway Airlines-მა ჟუკოვსკის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყო და კვირაში სამჯერ დაფრინავდა.

კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, ერთი წელი ელოდებოდნენ ნებართვებს რუსეთისგან, რომ დაწყებულიყო ფრენები, შედეგად კი, ეს მიმართულება იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ დაიგეგმა სიხშირეების გაზრდა.

„რუსეთის ბაზარი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ჩვენთვის, თუმცა ის არაპროგნოზირებადია და არ შეიძლება კონცენტრაცია მოხდეს მასზე, ამიტომაც არასდროს ვთვლიდით პრიორიტეტულად. ჩვენ კი, ამით არ ვჩერდებით და ვაპირებთ სექტემბრიდან ახალი მიმარულებების დაწყებას, თუმცა შევეცდებით დავაჩქაროთ პროცესები და ზაფხულის სეზონი არ დავკარგოთ,“ - აღნიშნა Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა.

„Myway Airlines" სექტემბრიდან ბალტიის ქვეყნების მიმართულებით დაამატებს რეისებს, მანამდე კი, ჩარტერებზე მუშაობენ, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით; შემდეგ კი უკვე რეგულარულ რეისებზე გადასვლას გეგმავენ.
ავტორი: მარიამ ადამია

23.ივლისი.2019 00:05
157

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
175

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1009

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
206

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
698

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
322

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად