მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ფართი K2 კოეფიციენტში ანუ ძალაუნებურად ტყუვდება"

5d0a438c5d3a4
ლიკა გურაბანიძე
19.06.19 20:00
1622

„ადამიანი ყიდულობს არალეგალურ ფართს, შემდგომ ეს პრობლემა მის ხელში რჩება და დგას ის ამ პრობლემით მუნიციპალიტეტის პირისპირ,“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიის იმ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში რიგი კანონდარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

 

„K2 კოეფიციენტის პრობლემის შემთხვევაში ხშირია, როდესაც ხდება ერთი, ორი ან ზოგ შემთხვევაში სამი სართულის უნებართვოდ დადგმა და მისი რეალიზაცია. ბინის მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ის ფართი K2 კოეფიციენტში, რის ყიდვასაც აპირებს ანუ ძალაუნებურად ტყუვდება. მშენებელი შესაძლოა იხდის ან არ იხდის ჯარიმის თანხას, მაგრამ პროცესებიდან გადის, რადგან მან თავისი როლი კარგად თუ ცუდად შეასრულა“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

კანონპროექტის სრული ვერსიის პრეზენტაცია მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.