11.ივლისი .2019 16:05

Mycab Georiga-ს 150,000 ლარიანი ინვესტიცია - ელექტრო თვითგორიალები ბათუმში

views 1215
უკან

ბათუმში გადაადგილების თანამედროვე საშუალება - ელექტროთვითგორიალები გამოჩნდ

კომპანია Mycab Georiga-მ თანამედროვე ალტერნატიული გადაადგილების საშუალების ელექტრო თვითგორიალას ბიზნესად ქცევაში ჯამში, 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

Mycab.ge ამჟამად მხოლოდ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში გამოჩნდა. ამ ეტაპზე ბათუმში მომხმარებლისთვის ჯამში, 24 ელექტრო თვითგორიალა იქნება ხელმისაწვდომი.

თვითგორიალას ქირაობის ფასი წუთში 35 თეთრია.

Mycab.ge-iს კომერციული დირექტორის ლევან აბაშიძის თქმით, 2020 წლიდან 200 ცალი ელექტრო თვითგორიალა თბილისშიც გამოჩნდება.

„ბათუმში უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურაა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ბათუმით, რა თქმა უნდა,  გათვლა ტურიზმზეც გვქონდა. გეგმაში სხვა ქალაქების ათვისებაც  გვაქვს. ასევე, ვაპირებთ ბათუმში კიდევ 200 ცალი ელექტრო თვითგორიალა დავამატოთ",  - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

 

ელექტრო თვითგორიალას გაზიარების სერვისი Mycab.ge ქართველი დეველოპერების მიერ შემუშავებული სტარტაპ-პროექტია.

ევროპული და ამერიკული გამოცდილებით შექმნილი ქართული პროდუქტით Mycab-ით სარგებლობა საქართველოში პირველად სწორედ ზღვისპირა ქალაქში გახდა შესაძლებელი. იგი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს ისეთ ცნობად, საქმიან და ტურისტულ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ბრიუსელი, მადრიდი და ბერლინი. ელექტრო თვითგორიალები განთავსებულია ბათუმის რამდენიმე კერძო ტურისტულ ობიექტთან.

მსურველებმა უნდა ისარგებლონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით mycab.ge, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელზე. აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს იხილოს რუკა, სადაც არის დატანებული ელექტრო თვითგორიალების სადგომები ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე.

ელექტრო თვითგორიალა MyCap განკუთვნილია 14 წლიდან ზევით ყველა ასაკის ტურისტებისთვის, სტუდენტებისა და მოსახლეობისთვის. ერთდროულად დასვენებისა და გართობის სატრანსპორტო საშუალება ბათუმის ვიზიტორებსა და მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაზოგონ დრო, თავი აარიდონ საცობებსა და პრობლემურ პარკინგებს, აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნახშირბადის გამონაბოლქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა