04.იანვარი .2016 14:38

მთის კურორტების კომპანია: ამ დროისთვის წყალი გუდაურის ორ სასტუმროს არ მიეწოდება

views 1362
უკან

"ამ დროისთვის გუდაურში წყალი ორ სასტუმროს არ მიეწოდება", - როგორც „ბიზნესკონტაქტს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუმარტეს, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა უკვე 20 წელია არსებობს და მისი გამოსწორება გაზაფხულიდან დაიწყება. კომპანიის ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგება ზედა გუდაურის სასტუმროებს აქვთ შეწყვეტილი, ქვედა გუდაურის ზოგიერთ სასტუმროს კი წყალი არასრული დატვირთვით მიეწოდება. ონოფრიშვილი ამბობს, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი ყინვა და ტურისტების დიდი ნაკადის გამო მომატებული მოხმარებაც გახდა. მისი თქმით, ადგილზე იმყოფება გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის ბრიგადებიც. როგორც მთის კურორტების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, გუდაურის წყალმომარაგების საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის და პრობლემის გადასაჭრელად პროექტი გაზაფხულზე დაიწყება.
 
შეგახსენებთ, რომ გუდაურის სასტუმროების ნაწილი, წყალმომარაგების პრობლემის გამო მუშაობის შეწყვეტას არ გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა