მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

5d318686f204f
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 12:32
690
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავრობის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან უარყოფითად აფასებს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 52% რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობას ნეგატიურად აფასებს. 33% დადებით შეფასებას აძლევს არსებულ ურთიერთობას, 15% კი პასუხისგან თავს იკავებს. 

ამ კითხვას IRI-ი 2015 წლიდან სვამს, ამ დროს მოსახლეობის განწყობა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის სამთავრობო ურთიერთობებზე განსხვავებული იყო, მაშინ მოქალაქეთა 59% დადებითად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ ქართული ოცნების პოლიტიკაზე. 

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ გამოკითხვების მეშვეობით 20 მაისი - 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეპრეზენტატიული შერჩევით, საქართველოს სრულწლოვანმა რეზიდენტებმა მიიღეს. კვლევის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის რეპრეზენტატიულია, ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლებების ზომის მიხედვით. 

კვლევის ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 2.5%-ია.