მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

5d2f2eec31414
ელენე გოგბერაშვილი
17.07.19 18:20
1013
რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორზე ნაკლები უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით და დარგის მხარდასაჭერად რამდენიმეპუნქტიან ე.წ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს.

ის, რაც ცნობილია, სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო ვალდებულებების პროცენტს დაუფინანსებს. ასევე, ტურიზმის სექტორს დაეხმარება საკრედიტო-საგარანტიო სქემა და მესამე არის მარკეტინგული ღონისძიებები.


როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, გაცხადებულ სამპუნქტიან გეგმას კიდევ ერთი დაემატება, ეს არის მცირე გრანტების პროგრამა, რომლის ძირითადი ბენეფიციარი მცირე საოჯახო სასტუმროები იქნებიან.

„პირველი, ეს არის მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსება. კრიტერიუმებზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და უახლოეს ორ კვირაში გვაქვს ასეთი დავალება, რომ ამას გავახმოვანებთ, მაგრამ აქცენტი იქნება მცირე სასტუმრობზე.

მეორე ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც გულისხმობს თანაუზრუნველყოფას. თუკი სასტუმროს უნდა გაფართოვება, განვითარება ან ადამიანებს უნდათ ახალი სასტურმოს მშენებლობა და ბანკში სჭირდებათ უზრუნველყოფა, ამ ნაწილში ჩვენ შემოვალთ და საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება ამ სექტორზე ორიენტირებული.

მესამეა მარკეტინგული ღონისძიებები. იცით, რომ წელს მარკეტინგი არის მიმართული გლობალურ პლატფორმებზე, მათ შორის გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი CNN-თან, Bloomberg-თან, National Geographic-თან, სადაც ხდება ზოგადად საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილის პრომოუშენი. ასევე დავაკორექტირეთ მარკეტინგის გეგმა და დამატებითი ღონისძიებები დავგეგმეთ ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ასევე საუდის არაბეთში. ეს არის ის ქვეყნები, სადაც შეიძლება სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისთვის.

ამ გეგმას კიდევ ერთ ახალ პუნქტს დავამატებთ და გავახმოვანებთ. ჩვენ გადავხედეთ ასევე ჩვენს შესაძლებლობებს და მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. სექტემბერში უკვე დაიწყება და დაანონსდება მცირე გრანტების მორიგი კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა და იქ პრიორიტეტად ცალსახად იქნება მცირე საოჯახო სასტუმროები“-აცხადებს ნათია თურნავა.