15.მაისი.2019 14:48
ეკონომიკა

მთავრობასა და ანაკლიის ინვესტორ ბანკებს შორის მოლაპარაკება 21 მაისს შედგება

მთავრობასა და ანაკლიის ინვესტორ ბანკებს შორის მოლაპარაკება 21 მაისს შედგება
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ BMG-ისთვის დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ვიცე-პრემიერი მაია ცქტიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორ ოთხ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს 21 მაისს შეხვედება.

სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, დათანხდება თუ არა მთავრობა საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებს, რომლებიც ამ თანხმობის სანაცვლოდ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით დააფინანსებენ.

სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი მაისამდე გადაიდო. 

შეხვედრაში მონაწილეობას EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ. 

კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8–პუნქტიანი მოთხოვნა საქართველოს მთავრობას:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მერეო ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი. 

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი. სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან. 

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში. თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, რაც ინვესტორისთვის კონკრეტულ ზარალს გამოიწვევს, შესაბამისად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული შეფერხების და გაჭიანურების შემთხვევაში პორტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. 

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა უნდა გახდეს მოქნილი. ამ მუხლის მიხედვით, ბანკების მიერ ამ სესხის გასხვისების შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, ეს ინვესტორის ჩანაცვლებას გულისხმობს. 

5. სახელმწიფოს "ოქროს აქციას" დაუწესდეს შეზღუდვები. სახელმწიფო პროექტში ფლობს ე.წ. "ოქროს აქციას", რომლითაც კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაზე მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ მუხლის მიხედვით, "ოქროს აქციის" უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს. 

6. სახელმწიფომ უნდა გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში. 

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება. საინვესტიციო ხელშეკრულებით ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ინვესტორი ბანკების შეფასებით, ეს სია უნდა გაფართვოდეს, რათა ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან. 

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მილიონის სესხი სახელმწიფომ დაფაროს. კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

27.მაისი.2019 09:00
54

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
113

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
318

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
189

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
662

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
169

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად