17.თებერვალი .2016 17:14

მთავრობამ შრომის ბაზრის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

views 1313
უკან

მთავრობამ შრომის ბაზრის ანალიზის, საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 785 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პროგრამა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელის დანერგვას, მოძიებული ინფორმაციის ანალიზს და შედეგების გავრცელებას, შრომის ბაზრის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზებას, ასევე "დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის" შემუშავებას ითვალისწინებს.

როგორც განკარგულებაშია ნათქვამი, დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირებაა. პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა