30.ნოემბერი .2015 11:55

მთავრობამ სამწლიანი მუშაობის ანგარიშის საინფორმაციო კამპანიისთვის 611 500 ლარი გამოყო

views 1621
უკან

სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიისთვის მთავრობამ 611 500 ლარი გამოყო. მთავრობის 27 ნოემრის განკარგულების მიხედვით, თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
 
"საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 611 500 (ექვსას თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა