12.ივნისი.2019 12:08
ეკონომიკა

მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა

მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა
მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა. დრო კონსორციუმსს 15 ივნისს ეწურებოდა. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს უკვე რიგით მეექვსე გადავადებაა. 

ცქიტიშვილის განმარტებით,  ამჟამად შიდა სამთავრობო პროცედურები მიმდინარეობს, რადგან ეს ცვლილება მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს. 

„ბოლოს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, მაშინაც განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ ის ვადა, რომელიც ახლა დაფინანსების მოსაპოვებლად ბოლო გადავადებით 15 ივნისი იყო განსაზღვრული, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დაფინანსების ან საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა მომხდარიყო.

შესაბამისად, ჩვენ ამ შეხვედრაზევე შევთანხმდით, ბანკებთან და კონსორციუმთან ვთქვით, რომ ისინი წარადგენენ მათთვის სასურველ ვადას, რომელიც საჭირო იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა ფორმალობა დასრულებულიყო.

მათ შორის მოგეხსენებათ, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს თავისი შიდა პროცედურებიც აქვთ. შესაბამისად, ჩვენ კონსორციუმისგან ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა 6 თვე იქნებოდა და როგორც ამ შეხვედრაზე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები ჩვენ გავიზიარებდით იმ ვადას, რა ვადაც კონსორციუმის მხრიდან იქნებოდა მოწოდებული.

ამჟამად შიდა სამთავრობო პროცედურები მიმდინარეობს, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გადავადებასთან დაკავშირებით ეს ცვლილება მთავრობასთან შეთანხმდება,“ - განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი გადავადებები აღარ იქნება საჭირო.

„იცით ჩვენი პორტის მშენებლობის ვადა ჯერჯერობით იმ ხელშეკრულებით არის დადგენილი, რომელიც გვაქვს 2020 წლის ნოემბერ-დეკემრით. შესაბამისად, არავისთვის არის სასურველი პორტის მშენებლობის ვადების გადაწევა და თუ შემდგომ ახლა რა გადავადებაზეც ვსაუბრობთ, ამაზეც გვექნება კონსორციუმთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საუბარი, ბუნებრივია დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადაწევაზე და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას ერთად გვადარდებს“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 11:24
90

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
98

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
200

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
60

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
168

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
268

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად