15.მაისი.2019 15:10
ეკონომიკა

მთავრობამ ანაკლიის ინვესტორებს რვაპუნქტიან მოთხოვნებზე საკუთარი პასუხი გაუგზავნა

მთავრობამ ანაკლიის ინვესტორებს რვაპუნქტიან მოთხოვნებზე საკუთარი პასუხი გაუგზავნა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობას შორის დაგეგმილი მოლაპარაკების თარიღი ცნობილია. 

ანაკლიის კონსორციუმის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მოალაპარაკებათა ძირითადი საკითხის, ინვესტორთა რვაპუნქტიანი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია წერილობით დააფიქსირა და პირისპირ მოლაპარაკებათა დაწყებამდე ის პორტის ინვესტორებს გაუგზავნა. 

სწორედ 21 მაისს შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, დათანხდება თუ არა მთავრობა საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებს, რომლებიც ამ თანხმობის სანაცვლოდ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით დააფინანსებენ.

სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი მაისამდე გადაიდო. როგორც ცნობილია ყველაზე კრიტიკული მთავრობისთვის მერვე პუნქტი იყო, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში სესხის დაფარვის ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებს. თუმცა, ამავე მუხლით გათვალისწინებულია, რომ თუ მოხდება კონტრაქტის გაწყვეტა პორტის მთლიანი ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის საკუთრებაში აღმოჩნდება. 

შეხვედრაში მონაწილეობას EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ. 

კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8–პუნქტიანი მოთხოვნა საქართველოს მთავრობას:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მერეო ფაზა თუ არ იქნება ტვირთნაკადი. 

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი. სახლემწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან. 

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში. თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, რაც ინვესტორისთვის კონკრეტულ ზარალს გამოიწვევს, შესაბამისად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული შეფერხების და გაჭიანურების შემთხვევაში პორტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. 

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა უნდა გახდეს მოქნილი. ამ მუხლის მიხედვით, ბანკების მიერ ამ სესხის გასხვისების შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, ეს ინვესტორის ჩანაცვლებას გულისხმობს. 

5. სახელმწიფოს "ოქროს აქციას" დაუწესდეს შეზღუდვები. სახელმწიფო პროექტში ფლობს ე.წ. "ოქროს აქციას", რომლითაც კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაზე მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამ მუხლის მიხედვით, "ოქროს აქციის" უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს. 

6. სახელმწიფომ უნდა გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში. 

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება. საინვესტიციო ხელშეკრულებით ვიწროა იმ საკანონმდებლო ცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს კონსორციუმს. ინვესტორი ბანკების შეფასებით, ეს სია უნდა გაფართვოდეს, რათა ინვესტიცია დაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან. 

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მილიონის სესხი სახელმწიფომ დაფაროს. კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი და დაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმის ინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

18.აგვისტო.2019 20:05
137

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
156

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
225

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 17:10
178

3 ფაქტორი, რამაც შეიძლება FDI-ის მოზიდვას ხელი შეუწყოს - დეპუტატის მოსაზრება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 16:15
191

„ჯორჯიან ეარვეისი“: ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით

ვრცლად
18.აგვისტო.2019 15:20
203

7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 139%-ით

ვრცლად