მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 2019 წლის 6 თვეში დაგეგმილზე მეტი ვალი აიღო

5d35e5ee22796
დავით ჯალაღონია
23.07.19 09:45
925
სახელმწიფო ბიუჯეტში ვალდებულებების ზრდის შედეგად მიღებულმა შემოსულობებმა 632 მლნ 203.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის ( 592 727.0 ათასი ლარი) 106.7%-ია. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშშია მოცემული.

უფრო კონკრეტულად, შიდა ვალის სახით ბიუჯეტმა 275 მლნ 688.1 ათასი ლარი მიიღო, რაც საანგარიშო პერიოდში დაგეგმილს აღემატება და ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (194 652.0 ათასი ლარი) 141.6%-ს შეადგენს.

საგარეო ვალდებულებების ზრდით ქვეყანაში 356 მლნ 515.4 ათასი ლარი შემოვიდა, რაც ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის (398 მლნ 75 ათასი ლარი) 89.6%–ია.

ცნობისთვის: 2019-2021 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის მიხედვით, ამჟამად, საქართველოს მთავრობის ვალის 81.3% შედგება საგარეო ვალისგან და დანარჩენი 18.7% კი, საშინაო ვალისგან.

"იმისათვის, რომ შემცირდეს მთავრობის ვალის პორტფელის სავალუტო რისკთან დაკავშირებული მოწყვლადობა, 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალში საშინაო ვალის წილმა შეადგინოს სულ მცირე 20%, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, ეტაპობრივად გაიზარდოს 35%-მდე", - აღნიშნულია ვალის მართვის სტრატეგიაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის წლიური საპროგნოზო მოცულობა 19 მლრდ 787 მლნ 170 ათასი ლარია.