სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ 24 საათიანი მუშაობა, რომ ერთად არ მივსულიყავით იმ შედეგამდე რაც ციფრებით მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის.
ცოტა რაღაცეები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში რომ მაინც საქართველოში დაესვენათ, ყველამ ერთად დავიჯერეთ რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან. უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს.
არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ, ამ ქვეყნისთვის ვმუშაობთ, უამრავ გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში და ვცდილობთ აქ ჩამოსული სტუმარი ბედნიერი გავუშვათ, ვცდილობთ ყველაფერ ქართულს მაქსიმალური პოპულიზაცია გავუკეთოდ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართულ წარმოებებს და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ და ა.შ.
მოკლედ მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას“, - წერს ალავერდაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი