16.მაისი .2019 12:20

მთავრობა შრომის უსაფრთხოებაზე აპლიკაციას ქმნის

views 662
უკან

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს 10 დღეში აპლიკაციას წარადგენს, რომელიც შრომის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლებს ყველა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის. როგორც BMG-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ესაა მობილური აპლიკაცია, როგორც Android -თვის, ასევე iOS -თვის.

“მობილური აპლიკაცია, საშუალებას მოგვცემს, ავამაღლოთ ცოდნისა და ცნობიერების დონე სამუშაო ადგილებზე. ეს იქნება ერთგავრი პრევენცია, რომ აღარ მოხდეს ინციდენტები. აპლიკაციაში ფოკურსი კეთდება მშენებლობასა და ინფრასტურქტურულ პროექტებზე. ნებისმიერ ადამიანს გადავცემთ ამ აპლიკაციას სრულიად უსასყიდლოდ. ასევე აქ იქნება გაწერილი, თუ რა წესებით უნდა მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და რა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები არსებობს დღეს“-აცხადებს ფერაძე.

მისივე თქმით, აპლიკაცია 10 დღეში უკვე მზად იქნება და ამ დროისთვის ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ამასთან, ფერაძის განმარტებით, აპლიკაცია ერთგვარი ინოვაცია იქნება საქართველოში, რადგან ევროპაში მსგავსი ტიპის აპლიკაცია მხოლოდ გერმანიაშია. რაც შეეხება აპლიკაციისთვის საჭირო თანხებს, პროექტი საერთაშორისო დონორის GIZ-ის დახმარებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა