11.ივნისი.2019 22:48
ეკონომიკა

მთავრობა მზადაა, კონსორციუმს ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადა გაუხანგრძლივოს

მთავრობა მზადაა, კონსორციუმს ანაკლიის პორტისთვის  ფინანსების მოსაზიდად ვადა გაუხანგრძლივოს
„ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მე როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-დან „იმედზე“ ჩართვისას ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გადაწევას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე აქვს. ვადების გახანგრძლივება საჭირო გახდა, რადგანაც ამ დრომდე ანაკლიის პორტის პარტნიორი 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ.

„ანაკლიის პორტს ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე მქონდა შეხვეედრები დ მე ქალაქ სიეტლში შვეხვდი კომპანია SSA Marine-ის ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მე როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რომ საბოლოო ჯამში, მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენთაგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგზე. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ კონსორციუმს მივეხმაროთ თავის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო [ანაკლიის] პორტის პროექტის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს.
მაიკ პომპეომ პორტის მნიშვნელობის შესახებ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს ისაუბრა.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაახლოებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ქვეყანას თავიდან აარიდებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის სფეროში შესვლას.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 19:00
29

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

ვრცლად
19.ივნისი.2019 18:17
85

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1442

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
166

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
85

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
245

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად