მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის

575e566507d7c
BM.GE
13.06.16 10:45
2054
მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის, - ცვლილებებს "დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.

"ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებაში - რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.