05.აპრილი.2016 09:40
ეკონომიკა, EU Georgia

მთავრობა ინვესტორებისთვის ახალ კანონს ქმნის

მთავრობა ინვესტორებისთვის ახალ კანონს ქმნის
მთავრობა ინვესტორებისთვის ახალ კანონს ქმნის. საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ. "ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან, მოწინავე საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ბიზნესკონტაქტი" მინსკში პრემიერის დაანონსებულ ახალ კანონზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ქეთი ბოჭორიშვილს ესაუბრა.

"გვინდოდა გადაგვეხედა, რომ თუ საჭიროა მოძველებული ზოგიერთი კანონი შეიცვალოს ან გაუქმდეს. გვინდა ინვესტორებსათვის საინტერესო კანონის შექმნა. მთავარი მიზანი ამ კანონის ცვლილებისა არის ის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ საერთაშორისო პრინციპებს. აქ იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაზუსტებული, მაგალითად ვინ არის ინვესტორი და რა არის ინვესტიცია. ასევე საჯაროობის პრინციპია გათვალისწინებული. ყველა ის მთავარი პრინციპი, რაც ინვესტორს უქმნის კონფორტულ გარემოს და საიმედოობას. ეს დამატებითი გარანტიაა, რომ ენდონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კანონმდებლობას", - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.

"სიტყვა ინვესტორი შესაძლოა უფრო დაკონკრეტდეს. ასევე, როცა ინვესტიციების დასაბუთებაზეა საუბარი, გვჭირდება დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტში იყოს განმარტებული, რას მოიცავს ინვესტიცია. არის საჯაროობის პრონციპი, ანუ ის კანონმდებლობა, რაც ინვესტორს ეხება, მათთვის უნდა იყოს ცხადი და წინასწარ ცნობილი. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაც ისედაც არსებობს ქვეყანაში, მაგრამ არ იყო ამ კანონში ასახული. ახალ კანონში მოხდება ასახვა, რათა ერთ დოკუმენტში შეეძლოს ინფორმაციის მიღება ინვესტორს", - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტის ბოლო სამუშაო ვერსია აქვს შემუშავებული, რომელსაც უახლოეს პერიოდში განსახილველად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესასოციაციებს წარუდგენენ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

21.აგვისტო.2019 21:20
140

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
271

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
223

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
171

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
125

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
178

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად