მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა აშშ-ში გაიყიდება

5ce022f008994
მიშა ხაჩიძე
18.05.19 19:20
1676
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა აშშ-ში გაიყიდება.

ყავის ქსელმა Klatch-მა ‘’ლუქსუს ყავის’’ გაყიდვა თავის კალიფორნიულ ფილიალებში უკვე დაიწყო.

ყავის პრეზენტაცია, რომელსაც "Elida Natural Geisha 803" ეწოდება, სან ფრანცისკოში რამდენიმე დღის წინ შედგა, სადაც მიწვეულ სტუმრებს უფასო დეგუსტაცია შეეძლოთ.
იშვიათი სახეობის მარცვლების ნაზავით დამზადებული, ერთი ჭიქა ყავის ფასი 75 დოლარი იქნება.

ეს იშვიათი, არაჩვეულებრივი გემოს ყავა წარმოშობით ეთიოპიიდან არის, თუმცა ის პანამაშიც მოჰყავთ, სწორედ ამ ქვეყნიდან ხდება მისი იმპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნიკალურ და უცხო სახეობის ყავას ჟასმინისა და კენკრის არომატი დაჰკრავს.

როგორც ყავის ქსელის მეპატრონე აცხადებს, მსურველებს ყავის გრამობით შეძენაც შეუძლიათ; მაგალითად: 500 გრამი დაფქული ყავა 1200 დოლარი ღირს.

მაღალი ფასის მიუხედავად, პრეზენტაციის დღესვე, ყავის ქსელის მარაგი თითქმის სრულიად გაიყიდა.