24.თებერვალი .2016 18:09

მსოფლიოში სმარტფონების რეალიზება 9,7%-ით გაიზარდა

views 1067
უკან

2015 წლის IV კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი 9,7%-ით გაიზარდა. კომპანია Gartner-ის კვლევის მიხედვით, ზრდის მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი იყო. 2015 წლის IV კვარტალში მსოფლიოში 403,1 მლნ სმარტფონი გაიყიდა. კვლევა აჩვენებს, რომ iPhone-ს გაყიდვების შემცირება გასულ წელს პირველად დაფიქსირდა. ამ მაჩვენებელმა IV კვარტალში 4,4 %-ი შეადგინა.
 
IV კვარტალში კარგი მონაცემები აქვს Huawei Technology Co-ს, რომლის გაყიდვების მაჩვენებელიც 53%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის მეოთხე კვარტალში Samsung-ის ბაზრის წილი 20,7 %-ი იყო, Apple-ს 17,7%-ი, Huawei-ს 8%-ი, Lenovo-სი 5%-ი, Xiaomi-ს 4,5%-ი, სხვა დანარჩენი კომპანიების წილმა 44,1%-ი შეადგინა.