12.ივნისი .2019 00:01

მსოფლიოში "მწვანე ინვესტიციის" მოცულობამ ჯამში $92 ტრილიონი შეადგინა

views 769
უკან

კლიმატის ცვლილებები შესაძლოა ჯერ კიდევ საკამათო საკითხია ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, მაგალითად, დონალდ ტრამპისთვის, თუმცა ფაქტია, ინვესტორები უფრო და უფრო აქტიურდებიან სექტორში ინვესტირებით.

როგორც Bloomberg წერს, ე.წ “მწვანე აქტივების” რაოდენობა ყველა მიმართულებით მზარდია.

მხოლოდ 2018 წელს მწვანე ინვესტიციამ 34%-ით მოიმატა 2016 წელთან შედარებით და ჯამში, არც მეტი არც ნაკლები 30 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარი შეადგინა, ჯამში კი, ეს თანხა 92 ტრილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულებაა. ამის შესახებ გლობალური მდგრადი საინვესტიციო ალიანსის კვლევაშია მითითებული.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს განხორციელებული ინვესტიციებიდან 14 ტრილიონი დოლარი ევროპაზე მოდის, 12 ტრილიონი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იაპონიაზე - 2 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარი, დანარჩენი კი, კანადასა და ავსტრალია-ახალ ზელანდიაზე.