19.თებერვალი .2016 11:12

მსოფლიოში კაზინოების ცნობილი ბრენდი Melco საქართველოში აღარ შემოვა

views 1297
უკან

მსოფლიოში ცნობილი კაზინოების ბრენდი Melco საქართველოში აღარ შემოვა. კომპანიამ კაზინოს გახსნაზე არაბულ Dhabi Group-თან შეთანხმებას ვერ მიაღწია. Macaubusinessdaily-ის ინფორმაციით, კაზინოს გახსნა, რუსთაველზე მდებარე, "მილენიუმის" შემობაში უნდა მომხდარიყო, მისი 42 პროცენტის მფლობელი MelcoLot იქნებოდა, 56 პროცენტის სამი ტაივანური კომპანია, ხოლო დარჩენილი 2 პროცენტის ქართველი ინვესტორი.
 
შეგახსენებთ, რომ არაბული "დაბი ჯგუფი" სასტუმროს რუსთაველის გამზირზე აშენებს, რომლის მართვასაც კომპანია "მილენიუმი“ განახორციელებს. სასტუმროების ცნობილი ბრენდი Millennium & Copthorne Hotels მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ სასტუმროს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა