მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები - Forbes-ის რეიტინგი

5d5e446b69b37
მიხეილ ხაჩიძე
23.08.19 00:10
4954
ჰოლივუდის ვარსკვლავი დუეინ ჯონსონი ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ისევ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. "Fast & Furious"-ის ("ფორსაჟი") ფილმების შემსრულებელმა ერთი წლის განმავლობაში 89,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

47 წლის რესლინგის ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი "ფორბსის" რეიტინგში 2016 წლიდან ფიგურირებს, გასულ ორ წელში მას მეორე პოზიცია ეკავა. სამსახიობო როლების გარდა, ის დიდი რაოდენობით ფულს სატელევიზიო გამოსვლებით გამოიმუშავებს. იგი აქტიურად არის ჩართული სარეკლამო კამპანიებშიც, მისი შემოსავალი ფეხსაცმელების, ტანსაცმლის, ყურსასმენებისა და სხვა მიმართულებით სარეკლამო რგოლებით მიღებული თანხებითაც განისაზღვრება.

"ფორბსის" წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზე ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთია, რომელმაც Marvel-ის საგმირო როლებით მსოფლიოში დიდი სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა. მან ერთ წელში 76,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.



"Forbes"-ის მესამე პოზიცია რობერტ დაუნი უმცროსს ერგო. მისი ანაზღაურება 1 წელიწადში $66 მილიონს შეადგენს.

ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების ტოპ–ათეული ასე გამოიყურება:

10. უილ სმიტი - $35 მილიონი
9. პოლ რუდი - $41მილიონი
8. კრის ევანსი - $43.5 მილიონი
6. ადამ სენდლერი - $57 მილიონი
6. ბრედლი კუპერი - $57 მილიონი
5. ჯეკი ჩანი - $58 მილიონი
4. აქშეი კუმარი - $65 მილიონი
3. რობერტ დაუნი უმცროსი - $66 მილიონი
2. კრის ჰემსვორთი - $76.4 მილიონი
1. დუეინ ჯონსონი - $89.4 მილიონი


აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული მსახიობი დუეინ ჯონსონი ამ კვირაში თავის სამშობლოში, ჰავაიზე დაქროწინდა. 47 წლის მსახიობმა დიდი ხნის მეგობარი ლაურენ ჰეშიანი შეირთო. ჯონსონისთვის ეს მეორე ქორწინებაა, 1997 წელს მან რესილნგის სპორტსმენი დენი გარსია მოიყვანა ცოლად. პირველი ქორწინებიდან წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.




ცნობისათვის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.