30.ნოემბერი .2015 18:58

მსოფლიოს უმსხვილესმა, სამთავრობო საპენსიო ფონდმა 64 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

views 1283
უკან

მსოფლიოს უმსხვილესმა საპენსიო ფონდმა, 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ზარალი მიიღო. იაპონური, Government Pension Investment Fund-ი 64 მილიარდი დოლარის ზარალზე გავიდა. გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, ზარალის მიზეზი აგვისტო-სექტემბერში, გლობალური საფონდო ბირჟების ინდექსების დაცემა გახდა. საპენსიო ფონდის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, სამთავრობო საპენსიო ფონდმა, საკუთარი 1 ტრილიონ დოლარიანი აქტივების 5,6 პროცენტი დაკარგა. უმსხვილესი ჰოლდინგის მთლიანი ღირებულება კი დაახლოებით, 7,9 ტრილიონი იენით შემცირდა.