23.თებერვალი .2016 11:08

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას საჯაროდ დაუჭერენ მხარს

views 1108
უკან

ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ინდექსში, შემავალი ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელთა დაახლოებით ნახევარი, ბრექსიტს ეწინააღმდეგება. მათ საჯაროდ დაუჭირეს მხარი დევით ქემერონის პოზიციას და ევროკავშირში დარჩენის პერსპექტივას. კომპანიებმა წერილი უნდა გამოაქვეყნონ, სადაც განაცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება "უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მეტად უზრუნველყოფილი" რეფორმირებულ ევროკავშირში. ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერენ, - BP, Shell, Rio Tinto, Vodafone და BT. კემერონს ასევე მხარს უჭერს BAE Systems-ი.
 
საცალო ვაჭრობის ბრიტანულმა გიგანტებმა Tesco-მ და Sainsbury-მ, თავი შეიკავეს ბრიტანეთის პრემიერის მხარდაჭერისგან, კლიენტების ნაწილის დაკარგვის შიშით. მიუხედავად ამისა, კომპანია Virgin-ი და ბანკი HSBC-ი, წერილს სავარაუდოდ ხელს მოაწერენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა