მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 194 მილიარდი დოლარი დაკარგეს

569228f371be8
BM.GE
10.01.16 13:41
1477
Bloomberg _ის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვირაში საფონდო ბირჟებზე მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაახლოვებით 194 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა. მთავარი ნეგატიური ფაქტორი, რამაც ეს შედეგი გამოიწვია ჩინეთის ბირჟების ჩამოშლა იყო, რომელმაც ვაჭრობის ავტომატური ბლოკიება გამოიწვია და რა თქმა უნდა ნავთობზე ფასის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი. Bloomberg Billionaires წერს, რომ წლის დასაწყისში, რომელიც 2011 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა იყო ამერიკული ბაზრისთვის, 47 მილიარდელმა თითო მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. მსოფლიოს 400 ყველაზე დიდი ბიზნესის წარმომადგენლობამ პირველ კვირაში საინდექსო მაჩვენებელში 3,7 ტრილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი გასულ წელს 4 ტრილიონს უტოლდებოდა.

კომპანია Amazon ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა,რომელმაც 2015 წელს საუკეთესო დინამიკა აჩვენა, ახალი წლის დადგომასთან ერთად ყველაზე მეტი დაკარგა და მისი კაპიტალი 5,9 მილიარდი დოლარით შემცირდა, მას შემდეგ რაც უმსხვილესი ონლაინმაღაზიის აქციების ფასი 10%-ით დაეცა. ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველ ოთხეულში ხვდება. გასულ წელს მისი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა. კრიზისული კვირის შედეგად, Microsoft_ის დამფუძნებლის ბილ გეითსის ქონება 4,5 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანმა ამანსიო ორტეგამ 3,4 მილიარდი დოლარი დაკარგა და მისი ქონება 69,5 მილიარდია. ბაზრის შოკების მიუხედავად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი 11 ბიზნესის ქონება გაიზარდა.