მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია CO2-ის გამონაბოლქვი ყველაზე მაღალი?

5ce1362684f05
მარიამ ადამია
19.05.19 20:00
4450
ატმოსფეროში ყოველწლიურად 30-40 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოიფრქვევა. მეცნიერების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნახშირორჟანგის ატმოსფეროს გარეთ გასატანად ალტერნატიული გზა უნდა მოინახოს.

მსოფლიოს რომელ ქალაქშია CO2-ის გამონაბოლქვი ყველაზე მაღალი? - ამ თემაზე Forbes.ru-მ სტატია გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ ეს პრობლემაა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა მაღალია. გამოსავალი კი ერთია - გამოიდევნოს ნახშიროჟანგი ჰაერიდან. სათქმელად მარტივია, თუმცა სინამდვილეში ეს ძალიან რთული საქმეა.

უკანასკნელი კვლევებით დასტურდება, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მოცულობის შესამცირებლად, მხოლოდ ხეების დარგვა საკმარისი არაა და მცენარეებით მთლიანი კონტინენტები უნდა დაიფაროს.

ყველაზე მწვავედ პრობლემა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში დგას. ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 21 მილიონს აჭარბებს. კორეის რესპუბლიკის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრში აღნიშნულ პრობლემას წლებია, უშედეგოდ ებრძვიან.

ანალოგიური მდგომარეობაა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუშიც, რომლის მოსახლეობა 44 მილიონ 309 ათასია. აქ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა “ტყის ქალაქს” აშენებს. ეს არის ახალი კონცეფცია, რომელიც მდგრადი ურბანული დაგეგმარების და განვითარების საზღვრებს სცდება. პროექტი კი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

„ტყის ქალაქში“ აშენდება სკოლები, ოფისები, სასტუმროები, საავადმყოფოები და სახლები, თუმცა ეს ყველაფერი მთელ რიგ ხეებსა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებში იქნება ჩაფლული. რამდენად მოაგვარებს გუანჯოუში აშენებული „ტყის ქალაქი“ ეკოლოგიურ პრობლემას, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამოწვევა საკმაოდ მასშტაბურია და მხოლოდ ერთი ქალაქით არ შემოიფარგლება. ჰაერში ნახშიროჟანგის მაღალ კონცენტრაციას ებრძვიან ჰონკონგსა და შანხაიშიც.

რაც შეეხება, ახალ, ინოვაციურ ქალაქს, მას შეეძლება წელიწადში შთანთქოს 10, 000 ტონა ნახშიროჟანგი და 57 ტონა სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები. მას შეუძლია გამოყოს 900 ტონა ჟანგბადი წელიწადში და დაიტიოს 30,000 მოსახლე, 40,000 ხე, მილიონი მცენარე და 100-ზე მეტი ცხოველის სახეობა.

გამოცემა ასევე წერს, რომ მსგავსად ჩინეთისა, პრობლემასთან საბრძოლველად, ამბიციური გეგმა არ აქვს აშშ-ს, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა იქაც მწვავედ დგას, განსაკუთრებით კი - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში.

CO2-ის გამონაბოლქვით „ლიდერი“ ქალაქების ათეულში მოხვდნენ სინგაპური, ტოკიო და საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი.