17.მარტი .2016 11:33

მსოფლიოს ბენდიერ ქვეყნებს შორის, საქართველო 126-ე ადგილზეა

views 1176
უკან

მსოფლიო ბედნიერების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 157 ქვეყანას შორის, 126-ე ადგილზეა. საქართველოს წინ რეიტინგში მოხვდნენ უკრაინა, კენია, სომხეთი, კონგო. 81-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, რუსეთი კი 56-ზე. 55-ე ადგილზეა მოლდოვა.
 
რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს. სამეულში შედიან შვეიცარია და ისლანდია.

გაეროს დაკვეთით მომზადებული რეიტინგი მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას ზომავს. ამისთვის კი სხვადასხვა კრიტერიუმებია გამოყენებული, მათ შორის, სიცოხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, კორუფციის დონე, სოციალური დახმარებები, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას.
2016 წლის რეიტინგი 2013-2015 წლების მონაცემებს აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა