19.მარტი.2016 14:55
მსოფლიო

მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა

მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა
მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, რომელიც გაეროს დაკვეთით ჩატარდა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დანიაა. 2016 წლის მონაცემებით, ბედნიერი ქვეყნების სამეულში შედიან შვეიცარია და ისლანდია. რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ირლანდია, მეხუთე ადგილზე კი ფინეთია. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში მოხვდნენ კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.
 
რეიტინგი მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას ზომავს. ამისთვის კი სხვადასხვა კრიტერიუმებია გამოყენებული, მათ შორის, სიცოხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, კორუფციის დონე, სოციალური დახმარებები, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას.

2016 წლის რეიტინგი 2013-2015 წლების მონაცემებს აერთიანებს და მასში 157 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული. წლევანდელ რეიტინგში საქართველომ 126-ე ადგილი დაიკავა.

დანია ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს 2012 და 2013 წლის რეიტინგებშიც იკავებდა, თუმცა გასულ წელს პირველ ადგილზე შვეიცარია იყო.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ბურუნდია, სადაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ძალადობის სახე გასულ წელს მიიღო. ასევე ბოლო ადგილებზე მოხვდნენ სირია, ავღანეთი, რუანდა და ტანზანია.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, რეიტინგში 83-ე ადგილს იკავებს ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები კი მეცამეტეს. რუსეთი რეიტინგში 56-ე ადგილზეა.

21.ივლისი.2019 17:29
4317

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
504

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1481

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
813

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად
20.ივლისი.2019 14:32
950

“სანამ ჩვენ "ვბერდებით", ისინი ფულს შოულობენ” - რუსულმა Face App-მა 10 დღეში $1 მლნ. გამოიმუშავა

ვრცლად
19.ივლისი.2019 23:10
621

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად