20.აპრილი .2016 22:17

მსოფლიოს 10 უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებულებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ

views 2308
უკან

გამოცემა BusinessInsider-მა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების რეიტინგი შეადგინა. კვლევის დროს გამოცემა 5 ძირითად ცვლადს დაეყრდნო: რეპუტაცია, პოტენციური ანაზღაურება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტთა დასაქმების რაოდენობა, სწავლის გადასახადი და GMAT-ის საშუალო ქულა.
 
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:

1. პენსილვანიის უნივერსიტეტი - კვლევის მიხედვით აღნიშნული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულის საშუალო ანაზღაურება 127,300 დოლარია. რაც შეეხება დასაქმებას, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სტუდენტების 95% პირველივე სამ თვეში საქმდება.

2. ჩიკაგოს უნივერსიტეტი - გასულ წელს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98%-მა სამუშაო ადგილი მისი დამთავრებიდან 3 თვეში მოძებნა. მათი საშუალო ანაზღაურება კი 125,000 დოლარს შეადგენდა.

3. ჰარვარდის ბიზნეს სკოლა - უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, საშუალო ანაზღაურება 131,600 დოლარს შეადგენს, კურსდამთავრებულთა 91% კი სამუშაო ადგილს უნივერსიტეტის დასრულებიდან სამ თვეში ნახულობს.

4. სტენფორდის უნივერსიტეტი - გამოცემამ კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება 133,400 დოლარად შეაფასა. Businessinsider-ი წერს, რომ სტენფორდში სწავლის დასრულებიდან სამ თვეში სტუდენტთა 86% საქმდება.

5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - კვლევის მიხედვით, გასულ წელს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93%-მა სამსახური 3 თვის განმავლობაში დაიწყო, ხოლო 7,4%-მა საკუთარი ბიზნესი დაიწყო.

6. ნორსვესტერნის უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზრაურება 121,500 დოლარია.

7. კოლუმბიის უნივერსიტეტი - კოლუმბიის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება 127,600 დოლარია.

8. იელის უნივერსიტეტი - იელის მენეჯმენტის სკოლის 2014 წლის კურსდამთავრებულთა 30 პროცენტი საფინანსო სექტორში დასაქმდა. საშუალო ანაზღაურება კვლევამ 119,100 დოლარად შეაფასა.

9. ვირჯინიის ბიზნეს სკოლა - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 93% სამუშაო ადგილს 3 თვეში იღებს.

10. ლონდონის ბიზნეს სკოლა - გამოცემა წერს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების დიდი წილი სწორედ ლონდონში მდებარეობს, სტუდენტების უმეტესობა კი სწავლის დასრულების შემდეგ სწორედ ამ კომპანიებში საქმდებიან.