26.თებერვალი .2016 14:52

მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანია

views 1590
უკან

გამოცემა AirlineRatings.com-მა 2016 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილს, "ახალი ზელანდიის ავიახაზები" იკავებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ახალი ზელანდის ავიახაზებს" პირველი ადგილი, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ლიდერობის კუთხით ერგო. რეიტინგში მეორე ადგილი ავსტრალიურ Qantas-ს ერგო. სამეულში მოხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Etihad-ი, რომელიც საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანიადაც არის დასახელებული. მეოთხე ადგილზეა ჩინურია ავიაკომპანია Cathay Pacific-ი, ხუთეულს კი სინგაპურის ავიახაზები ასრულებს. რეიტინგში მეექვსე ადგილი კიდევ ერთმა არაბულმა ავიაკომპანია Emirates-მა დაიკავა. მეშვიდე ადგილზე მოხვდა ავიაკომპანია EVA Air-ი, მერვე და მეცხრე ადგილები გადაინაწილეს ავსტრალიურმა Virgin-მა და All Nippon Airways-მა. ათეულს კი Lufthansa ასრულებს.