11.სექტემბერი .2019 22:30

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ტურიზმის კონკურენტუნარიანობით საქართველო მსოფლიოში 68-ეა

views 572
უკან

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს უცხო ქვეყანაში 1.4-მა მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა. ანგარიშში მსოფლიოს ქვეყნები არაერთი კრიტერიუმის, მათ შორის ბიზნესგარემოს, შრომითი ბაზრის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო გახსნილობის, ლოგისტიკური ქსელებისა და ბუნებრივი მრავალფეროვნების მიხედვით არიან შეფასებული.

ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით, ტურიზმისთვის მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა არის ესპანეთი, რომელსაც WEF-მა 7 საუკეთესო ქულიდან 5.4 მიანიჭა. რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ესპანეთი;
  2. საფრანგეთი;
  3. გერმანია;
  4. იაპონია;
  5. აშშ;
  6. დიდი ბრიტანეთი;
  7. ავსტრალია;
  8. იტალია;
  9. კანადა;
  10. შვეიცარია.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 3.9 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 68–ე ადგილს იკავებს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესებას ნიშნავს. 

საქართველომ ვერცერთ კრიტერიუმში ვერ დაიმსახურა მაქსიმალური 7 ქულა, საუკეთესო შედეგი ქვეყანას ორი მიმართულებით - უსაფრთხოებისა და ჯანდაცვა/ჰიგიენის მიმართულებით აქვს და ის 6 ქულით არის შეფასებული. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს ქულები ასეთია:
  • ბიზნესგარემო - 5.2 ქულა;
  • უსაფრთხოება - 6 ქულა;
  • ჰიგიენა/ჯანდაცვა - 6 ქულა;
  • ადამიანური რესურსები/შრომის ბაზარი - 4.7 ქულა;
  • ტურიზმისთვის მზაობა - 4.9 ქულა;
  • საერთაშორისო ღიაობა - 3.4 ქულა;
  • საფასო კონკურენტუნარიანობა - 5.7 ქულა;
  • საჰაერო ტრანსპორტის განვითარება/საჰაერო ინფრასტრუქტურა - 2.5 ქულა;
  • საპორტო ინფრასტრუქტურა - 3.2 ქულა;
  • ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურა - 4.9 ქულა;
  • ბუნებრივი რესურსები - 2.4 ქულა;
  • კულტურა & ბიზნეს თრეველი - 1.5 ქულა. 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა