მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა

5d5fabdaad575
მიხეილ ხაჩიძე
23.08.19 16:20
813
სავაჭრო კვირა ნავთობზე ფასების მატებით დაიხურა. პარასკევის მონაცემებით, Bloomberg-ის ბაზაში Brent ტიპის ნავთობის ფასმა 14 ცენტით მოიმატა და ბარელზე 60,06 ამერიკული დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 55,43 დოლარით განისაზღვრა, რაც გუშინდელ ვაჭრობასთან შედარებით, რვა ცენტიანი ზრდაა.

როგორც ბაზრის დამკვირვებლები განმარტავენ, ნავთობის ფასების მატება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის დაანონსებულ განცხადებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ FED-ი ფულადი პოლიტიკის შესახებ ახალ გადაწყვეტილებებს გაასაჯაროვებს.

მას შემდეგ, რაც FED–მა ივლისის ბილოს, საპროცენტო განაკვეთები, პირველად 2008 წლის დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ, შეამცირა, მოლოდინები ახლაც მაღალია. ექსპერტები თვლიან, რომ FED სექტემბრის შუა რიცხვებიდან მონეტარულ პოლიტიკასაც შეარბილებს.