12.ივნისი.2019 10:31
ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა

მსოფლიო ბანკმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა
მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბირუოს ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აეკრძალათ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.

“ტენდერში განაცხადების წარდგენის პროცესში, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის სამმა შვილობილმა, მოამზადა და სატენდეროდ წარადგინა ინფორმაცია, რომელიც არასწორად ასახავდა დასაქმებულების, ტექნიკისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემის მიხედვით, აღნიშნული ქმედებები თაღლითურ პრაქტიკად არის მიჩნეული,” - წერია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

სანქცია CRCC-ს, CR23-სა და CRCC International-ის, 730 აფილირებულ კომპანიაზე გავრცელდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი საქართველოს მთავრობის მიმდინარე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მონაკვეთი, რომელზეც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო მუშაობდა, მსოფლიო ბანკის 140-მილიონიანი კრედიტით ფინანსდება. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღი კი, ამ მდგომარეობით 2023 წლის 31 დეკემბერია.

მსოფლიო ბანკის განცხადების მიხედვით, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია აცხადებს, რომ აკრძალვის ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ის ბანკის ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას დაემორჩილება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებეც მუშაობდა, მათ შორისაა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგაისტრალის პროექტი და თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ღირებულებაც $278 მილიონ დოლარს შეადგენს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

23.აგვისტო.2019 19:20
44

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
20

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
223

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
531

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
138

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
146

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად