18.ივნისი.2019 21:10
ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: "საქართველო კუნძული არ არის"

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: "საქართველო კუნძული არ არის"
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საქართველოში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას bm.ge-სთან აფასებს.

როგორც მერსი ტემბონი ამბობს, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და გარე ფაქტორები მასზე ზეგავლენას ახდენენ.

მისი თქმით, მთავარია, რომ ტრენდი პოზიტიური იყოს და ეს ასეც არის.

“საქართველო კუნძული არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან; თუ საგარეო ფაქტორებში რაიმე ხდება, თავისთავად ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე. პირველ კვარტალში შეიძლება იყოს დაცემა, მეორე კვარტალში - ისევ ზრდა. მთავარი ამ შემთხვევაში არის ტრენდი. არის ის პოზიტიური? დიახ, არის და ეს არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, დაცემა და ზრდა, გამომდინარეობს არა კონკრეტულად საქართველოდან, არამედ მისი სამეზობლოდან, მისი სავაჭრო პარტნიორებიდან. მთავარია, იყოთ ყურადღებით და ვიცი, ქართველი ხალხი ასეც იქცევა”, - აცხადებს მერსი ტემბონი.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას და რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

20.ივლისი.2019 13:31
76

1,5 მლნ ლარის ინვესტიცია - შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 13:15
160

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
95

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
103

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
401

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
120

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად