10.თებერვალი .2016 13:27

მსოფლიო ბანკი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესებისთვის ფინანსურ რესურსს გამოყოფს

views 1233
უკან

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის" (ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი) დაფინანსების მიზნით 140 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი.

პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთიდან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდება დაახლოებით 8.3 კმ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა