მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

5d337234e0eea
მიხეილ ხაჩიძე
21.07.19 14:50
2042
მშენებლობის ბუმთან ერთად, დუბაიში საცხოვრებელ სახლებზე ფასები მასშტაბურად კლებულობს. დუბაის სამაკლერო ბიუროს Asteco-ს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის მასშტაბით გასულ წელს 22 ათასი ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, წელს კი დამატებით 30 000 მშენებლობა იგეგმება.

ამავდროულად, კომპანია Cavendish Maxwell-ს ცნობით, რომელიც ბაზარზე ფასების მერყეობას აკვირდება, დუბაიში ძვირადღირებული ვილები საგრძნობლად იაფდება – გასულ წელთან შედარებით, წელს სახლების შეძენა 15 %-ით ნაკლები ჯდება.

ცნობისთვის, დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამიროა. დუბაი სპარსეთის ყურის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომელთაგან ქვეყანა შედგება. მხოლოდ აბუ-დაბი და დუბაი არის ის ორი საამირო, რომელთაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკულ საკითხებზე აქვთ ვეტოს უფლება. ქალაქი დუბაი საამიროს ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზეა განლაგებული. დუბაი World Expo 2020-ის მასპინძელია.