15.აპრილი.2016 11:22
ეკონომიკა

მრავალწლოვანი კულტურების ფართობების რაოდენობა ერთ წელში 24 000 ჰექტარით გაიზარდა

მრავალწლოვანი კულტურების ფართობების რაოდენობა ერთ წელში 24 000 ჰექტარით გაიზარდა
მრავალწლოვანი კულტურების (ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, ჩაი, თხილი) ფართობების რაოდენობამ, 2015 წლის მონაცემებით, 226,143 ჰექტარი შეადგენა, რაც წინა წლების მაჩვენებელს 24 ათასი ჰექტართი აღემატება.

მრავალწლოვანი კულტურების (ძირითადად, თხილი, ვაზი, ხეხილი) ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალწლოვანი კულტურების ფართობების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროექტმა - „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

"აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანობის გაზრდა მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა", - განმარტავენ უწყებაში.

პროექტი "დანერგე მომავალი" ორი კომპონენტისგან - ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება - შედგება. ბაღების კომპონენტში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო თანადაფინანსება, რომელიც ნერგების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის კომპონენტში კი, პროექტის ღირებულების 50%-ს შეადგენს. პროქეტით უკვე 213-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

17.ივლისი.2019 18:20
71

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
95

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
145

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
174

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
120

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:36
109

საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება

ვრცლად