23.მაისი.2019 13:42
საზოგადოება

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება
საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ–ფილტრების დაყენება მოუწევთ.

"ბავშვის უფლებათა კოდექსის" ფარგლებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.

გარდა ამისა, "ბავშვის უფლებათა კოდექსი" ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.

კოდექსის პროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.

"ბავშვის უფლებათა კოდექსი" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

წყარო: IPN

25.აგვისტო.2019 20:25
3943

"ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან" - როგორ აფასებს ჭყონია საკუთარ მართვის სტილს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:45
100

სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:34
762

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 15:05
76

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:10
149

ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:50
443

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად