მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mostat - როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯები 39%-ით

5d5e554b107b4
ლევან თაღიაშვილი
24.08.19 17:45
1643
Mostat ჭკვიანი Wi-Fi თერმოსტატია ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის, რომელიც აპლიკაციით იმართება და გათბობის ხარჯებს 16%-დან 39%-მდე ამცირებს. როგორც სტარტაპის დამფუძნებლები BM.GE-სთან განმარტავენ, ის ნებისმიერი ტიპის ქვაბზეა მორგებული და 10 წლის წინანდელ მოდელზეც გამართულად მუშაობს.
 
Mostat-ის პრინციპი ასეთია: აპლიკაციაში უთითებთ ოთახისთვის თქვენთვის სასურველ ტემპერატურას, დროის ნებისმიერ პერიოდში და შემდეგ Mostat მთელი დღის განმავლობაში გამათბობლის ჩართვა-გამორთვით არეგულირებს ამ ტემპერატურას. მისი მეშვეობით, მთელი დღის მანძილზე შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმუშაოს გამათბობელმა, ტემპერატურა შენარჩუნებული იყოს და ხარჯები თვის განმავლობაში 39%-მდეც კი შემცირდეს.

"ახალი ოფისისთვის გვსურდა გამათბობლის შეძენა. დავიწყეთ უცხოეთში თერმოსტატების მოძიება და აღმოჩნდა, რომ მისი გამოწერის შემთხვევაში გვიწევდა განბაჟების საფასური, შესაძლოა არ მორგებოდა ის ჩვენი გამათბობლის ქვაბს და თან კომპანია არ იღებდა მომსახურების გაწევას საკუთარ თავზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ მსგავსი ტიპის თერმოსტატის დამზადება საქართველოში. თავდაპირველად კუსტარული მოდელის და პროგრამის მეშვეობით აღმოვაჩინეთ, რომ 1 თვეში გათბობის ხარჯები 22%-ით შემცირდა. დღეს უკვე 500-მდე მომხმარებელი გვყავს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გვაქვს 2–წლიანი გარანტია და ნებისმიერ კითხვაზე 24 საათის განმავლობაში მზად ვართ გავცეთ შესაბამისი პასუხი", - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა კვესელავა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Mostat.ge-ზე ვკითხულობთ, თერმოსტატის მინიმალური ფასი 349 ლარია და შემდგომი ფასი დამოკიდებულია მონტაჟსა და დიზაინზე. დამფუძნებლების თქმით, Mostat მალე მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და სამომავლოდ პროდუქტი რეგიონის ქვეყნებში ექსპორტზეც გავა.