მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 38% სასამართლოს საქმიანობას ცუდად აფასებს, რაც გასული წლების მაქსიმუმია

5ce3d55dd40fa
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 15:07
734
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს სასამართლო სისტემის საქმიანობის შეფასებასაც მოიცავს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 38% ქართული სასამართლო სისტემის საქმიანობით უკმაყოფილოა. ეს NDI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის ამ კითხვის დასმის ისტორიაში (2012 წლიდან) მინიმალური მაჩვენებელია. 

სასამართლოს საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა მხოლოდ 31%-ს შეადგენს. 



NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2,927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, ცალკეულ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).